ფუტსალის ლიგა - მაისაიამ ჰეთ-თრიქი შეასრულა, დებიუტანტმა „არმიამ“ პირველად მოიგო #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ლიგაში მეორე ტური დასრულდა – ბოლო შეხვედრაში ბათუმის საზღვაო აკადემია „არმიას“ 21 ოქტომბერს უნდა შეხვედროდა, მაგრამ მატჩი დღეისთვის გადაიდო.
ფუტსალის ლიგის დებიუტანტმა „არმიამ“ მეტოქეს მოგების შანსი არ დაუტოვა და დიდი ანგარიშით დაამარცხა. ლადო ბურდულის გუნდი დიდ უპირატესობას ფლობა და 1:7 მოიგო.
თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გამართულ მატჩში „არმიაში“ გადასულმა კახა მაისაიამ ჰეთ-თრიქი (14, 25, 37) შეასრულა, 1-1 გოლი გიგა ბერაიას () ბაკურ ნანეიშვილის (30), გიორგი სილაგავას (36) და დავით ჯალაღონიას (40) ანგარიშზეა, ბათუმელებიდან კი გოლი ზურაბ შამილაძემ (18) გაიტანა და საბოლოოდ, „არმიამ“ 1:7 მოიგო.
მეორე ტური
კსუ – თსუ 4:2
მართვე – პსპ 0:10
ილიაუნი – თელასი 2:6
ბსსა – არმია 1:7
სატურნირო ცხრილი
1 პსპ 2 6
2 კსუ 2 6
3 არმია 2 3
4 თელასი 1 3
5 თსუ 2 3
6 ბსსა 1 0
7 ილიაუნი 2 0
8 მართვე 2 0