ფუტსალის ლიგაში მე-14 ტურის მატჩები გაიმართა. მხოლოდ ვიცე-ჩემპიონმა თსუ-მ მოიგო იოლად. დანარჩენი ორი მატჩი დაძაბული გამოდგა.
თსუ – ბსსა 7:0
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ლეგიონერმა ჟოაო ალმეიდამ (5, 21, 40) ჰეთ-თრიქი შეასრულა, გიორგი ჩიმაკაძემ – დუბლი (26, 38), თითო გოლი ჯონათან პერეირამ (31) და კაიქუე გომესმა (32) გაიტანეს.
კსუ – ილიაუნი 3:2
სტუდენტური დაპირისპირება მოქმედ ჩემპიონმა მოიგო. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან (კსუ) საბა ტყეშელაშვილმა, ბექა ბექაურმა და ლაშა სიგუნავამ გაიტანეს, ხოლო „ილიაუნიდან“ – ოთარ ბერეჩიკიძემ და თამაზ გოგსაძემ.
თელასი- პსპ 1:1
ყველაზე დაძაბული შეხვედრა ეროვნული ნაკრების საბაზო გუნდის, „თელასი-ჯორჯიანსის“ და „პე-ეს-პეს“ (პსპ) მატჩი გამოდგა. ჩემპიონატის ლიდერმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი შეხვედრა წააგო და ისიც პსპ-სთან. მაგრამ რევანში არ შედგა – მატჩი 1:1 დასრულდა. ანგარიში დავით ხეჩიკაშვილმა მე-5 წუთზე გახსნა. პსპ-დან წონასწორობა თემურ ექიზაშვილმა (17) აღადგინა და საბოლოოდ, შეხვედრა ასეც დასრულდა.
ტურის დარჩენილი მატჩი ხვალ გაიმართება. „მართვე“ ქუთაისის სპორტის სასახლეში „არმიას“ უმასპინძლებს.