ფუტსალის ლიგა | ლიდერების დაპირისპირებამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა #1TVSPORT
ფუტსალის ლიგაში მე-12 ტურის მატჩები გაიმართა. მთავარი იყო ტურის ცენტრალური შეხვედრა, სადაც ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი დაუპირისპირდნენ.
პსპ – თბილისი 5:2
პირველ მატჩში „პე-ეს-პე“ დიდ უპირატესობას პირველივე ტაიმში დაეუფლა და საბოპლოოდ 5:2 მოიგო. დუბლი შეასრულეს ნიკა ხარატიშვილმა და ნიკა კოპლატაძემ, ერთი გოლი გიორგი აფციაურის ანგარიშზეა. „თბილისიდან“ კი თავი თამაზ გოგსაძემ და ნიკა გაბრიჭიძემ გამოიჩინეს.
კსუ – ილიაუნი 6:2
სტუდენტურ დერბიში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა კსუ-მ „ილიაუნს“ შანსი არ დაუტოვა და დიდი ანგარიშით დაამარცხა. გამარჯვებულებიდან დუბლი შეასრულა გიორგი ღავთაძემ, 1-1 გოლი გაიტანეს ნიკა მანგოშვილმა, შოთა ჭანუყვაძემ, ნიკა ოთინაშვილმა და საბა ტყეშელაშვილმა, ხოლო „ილიაუნიდან“ ირაკლი საღირაშვილმა და ნიკა გვაზავამ. „ილიაუნი“ ლიგაში ერთადერთი გუნდია, რომელსაც მიმდინარე სეზონში თამაში არ მოუგია.
თსუ – თელასი-ჯორჯიანსი 1:1
ფრედ დასრულდა ტურის ცენტრალური შეხვედრა, სადაც ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი თსუ საქართველოს ნაკრების საბაზო გუნდს, მოქმედ ვიცე-ჩემპიონს, „თელასი-ჯორჯიანს“ შეხვდა. ანგარიში „თელასის“ შემტევმა ვახტანგ ჯვარაშვილმა მეორე ტაიმში გახსნა, მაგრამ ხუთ წუთში გიორგი ჩიმაკაძემ წონასწორობა აღადგინა და საბოლოოდ, შეხვედრა 1:1 დასრულდა.