საქართველოს ფუტსალის ლიგის 2019/20 წლების სეზონი Covid 19-ით გამოწვეული ოთხთვიანი პაუზის შემდეგ დღეს განახლდება.
გუნდები რეგულარული სეზონის დასკვნით, მესამე წრეს გააგრძელებენ და ჩემპიონატს შემჭიდროებულ ვადებში დაამთავრებენ, რაც დამატებითი გამოწვევაა.
Covid 19-ით გამოწვეული ოთხთვიანი პაუზის გამო, დებულებაში ცვლილების შევიდა – საპლეიოფო შეხვედრები ორ მოგებამდე გაიმართება, ხოლო თასის გათამაშება არ ჩატარდება.
XII ტურის მონაცემებით ოთხეულში გამსვლელთა ვინაობა, ფაქტობრივად, გარკვეულია. „თელასი“, თსუ, „ილიაუნი“ და „თბილისი“ – სწორედ ეს ოთხეული იბრძოლებს ჩემპიონის გამოსავლენად.
ფუტსალის ლიგა მე-12 ტური მოქმდი ჩემპიონის, „თელასი ჯორჯიანსისა“ და ბათუმის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ბსუ) მატჩით უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ბათუმელებს საკადრო პრობლემები შეექმნათ და მატჩზე არ გამოცხადდნენ. ამის გამო ბსუ-ს ტექნიკური წაგება – 0:5 ჩაეთვალა.