ფუტსალის ლიგა - ფინალურ სერიაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაწინაურდა [ვიდეო] #1TVSPORT
ახალ ოლიმპიურ სასახლეში მქომედი ჩემპიონი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი (თსუ) კავკასიის საერტაშორისო უნივერსიტეტს (კსუ) დაუპირისპირდა და ტიტულის დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგა.
თსუ – კსუ 0:3
გოლები: 0:1 ნიკა მანგოშვილი (27), 0:2 ლაშა სიგუნავა (39), 0:3 გიორგი ღავთაძე (40)
შეხვედრის ბედი მეორე ტაიმში გადაწყდა. 27-ე წუთზე კსუ-ს ულამაზესი კომბინაცია ნიკა მანგოშვილმა დააგვირგვინა და ანგარიში გახსნა. მოქმედი ჩემპიონი ვითარების გამოსწორებას შეეცადა, მაგრამ ბოლო ორ წუთში კიდევ ორჯერ გაუშვა. გიორგი ღავთაძის გადაცემით თავი ლაშა სიგუნავამ გამოიჩინა, ბოლო წუთზე კი თავად ღავთაძემ, ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა და ალბათ, საუკეთესო მოთამაშემაც, ლამის საკუთარი კარიდან გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. კსუ-მ 0:3 მოიგო და ფინალურ სერიაში დაწინაურდა, საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ორი მატჩის მოგებაა საჭირო.
თელასი – თბილისი 6-3
ფინალის გარდა, ახალ ოლიმპიურ სასახლეში მე-3 ადგილისთვის მატჩიც გაიმართა. მოქმედმა ვიცე-ჩემპიონმა „თელასმა“ „თბილისი“ დიდი ანგარიშით დაამარცხა და მესამე ადგილის დასაკავებლად დიდი ნაბიჯი გადადგა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა მეტოქე 6:3 დაამარცხა.