ფუტსალის ლიგა - ფარმაცევტები ლიდერობენ, „თელასიც“ უდანაკარგოდ მიდის #1TVSPORT
ფუტსალის ლიგაში მე-4 ტურის შეხვედრები გაიმართა. ერთ-ერთი მთავარი ამბავი ისაა, რომ ბათუმის საზღვაო აკადემიამ (ბსსა) სეზონში პირველი გამარჯვება და ქულა ქუთაისის „მართვესთან“ მოიპოვა.
მოქმედმა ჩემპიონმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (კსუ) „არმია“ დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხა. „პე-ეს-პე“ (პსპ) „ილიაუნს“ შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ 1:3-ს აგებდა, საბოლოოდ 5:3 გაიმარჯვა – პსპ გათამაშების ერთპიროვნული ლიდერია და უდანაკარგოდ მიდის.
ტურის ცენტრალური შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (თსუ) – „თელასი-ჯორჯიანსს“ შორის გაიმართა – დავით ხეჩიკაშვილის (14), ვახტანგ ჯვარაშვილის (18) და ჯანიკო გიორგაიას (22) გოლებით ავთანდილ ასათიანის გუნდმა 0:3 მოიგო და ლიდერს მიუახლოვდა, თანაც ერთი მატჩი მარაგში აქვს.
ფუტსალის ლიგა. მე-4 ტური
მართვე – ბსსა 4:5
კსუ – არმია 6:3
თსუ – თელასი 0:3
ილიაუნი – პსპ 3:5
სატურნირო ცხრილი
1 პსპ 4 12
2 თელასი 3 9
3 კსუ 4 9
4 თსუ 4 6
5 არმია 4 4
6 ბსსა 3 3
7 ილიაუნი 4 1
8 მართვე 4 0