ფუტსალის ლიგის მესამე ტური, ნაცვლად 5 თებერვლისა, 4 თებერვალს გაიმართება და მატჩების გამართვის საათებიც შეიცვალა, შეხვედრებს თბილისის ახალი ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს, – ინფორმაციას ფუტსალის ლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ფუტსალის ლიგა. მესამე ტური:
თბილისი – კსუ 12:00.
ილიაუნი – თსუ 14:30.
თელასი -პსპ 18:00.
ფუტსალის ლიგის ორი ტური უკვე გაიმართა და 6 ქულით გათამაშებას „თბილისი“ და მოქმედი ჩემპიონი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი (თსუ) ლიდერობენ. თსუ-მ ბოლო ტურში კონკურენტი, ვიცეჩემპიონი „თელასი“ 2:1 დაამარცხა.
ბომბარდირთა დავაში კი ოთარ ბერეჩიკიძე შეუჩერებელია – „თბილისის“ მოთამაშე ორი ტურის შემდეგ გატანილი 5 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა.
მეორე ტურის მატჩების შემდეგ საქართველოს ფუტსალის ლიგაში პაუზა იყო გამოცხადებული, რომელიც ევროშესარჩევ ეტაპზე საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების შეხვედრით იყო გამოწვეული.