ფუტსალის ლიგის ახალი სეზონი 20 იანვარს დაიწყება. ჩემპიონატში მონაწილეობას ექვსი გუნდი მიიღებს. ინფორმაციას ლიგის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
2021 წელს საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ მოქმედი ჩემპიონი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ), „ჯორჯიანსი-თელასი”, „თბილისი”, „პსპ”, „ილიაუნი” და კავკასიის უნივერსიტეტი (კსუ).
ფუტსალში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ორგანიზების მიზნით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტულ სააგენტო SBM-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2016 წლის 10 თებერვალს გაფორმდა. 2021 იქნება პირველი სეზონი 2016 წლის შემდეგ, როდესაც ფუტსალის ლიგას ფეხბურთის ფედერაცია ჩაატარებს.
ფუტსალის ლიგაში სეზონის ადრეულად დაწყება სანაკრებო ინტერესებიდან გამომდინარეობს. საქმე ისაა, რომ 2 თებერვალს საქართველოს ნაკრები ევრო 2022-ის შესარჩევ ციკლში თამაშობს და პრნციპული მატჩი ელის – ავთანდილ ასათიანის გუნდი თბილისის ახალ ოლიმპიურ სასახლეში რუსეთის ნაკრებს უმასპინძლებს.