ფუტსალში ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთისა და პორტუგალიის ნაკრებები შეხვდებიან ერთმანეთს.
ორივე ნახევარფინალი დაძაბული გამოვიდა. პორტუგალიამ წააგო პირველი ტაიმი რუსეთთან, მაგრამ შეძლო მინიმალური ანგარიშით მოგება – 3:2. კიდევ უფრო დაძაბული გამოდგა მეორე ნახევარფინალი ესპანეთსა და ყაზახეთს შორის. ძირითადი დრო 4:4 დასრულდა, დამატებით დროში გუნდებმა გოლები გაცვალეს და საბოლოო ანგარიში 5:5 იყო. პენალტების სერიაში ესპანეთმა 3:1 გაიმარჯვა.
ფინალი, პორტუგალია-ესპანეთი 10 თებერვალს გაიმართება.