ფუტსალის ჩემპიონთა ლიგა - „თელასის“ მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT
ფუტსალის ჩემპიონთა ლიგა - „თელასის“ მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT

ფუტსალის ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოს ჩემპიონის, „თელასი ჯორჯიანსის“ მეტოქეები გაირკვა. უეფა-ში ტურნირის წინასწარი და მთავარი ტურის კენჭისყრა გაიმართა და საქართველოს ჩემპიონი F ჯგუფში მოხვდა.

ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილები F ჯგუფში მოხვდნენ „შტუტგარტთან“ (გერმანია, მასპინძლები), „ოტებროსთან“ (შვედეთი) და „ისტამბოლ შიშლთან“ (თურქეთი). მთავარ B რაუნდში წინასწარი ჯგუფის გამარჯვებულები გავლენ.

უეფა-ს ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის ახალი ეტაპის წინასწარი და ძირითადი ტურების წილისყრა გაიმართა. ახალ სეზონში თასისთვის 56 გუნდი იბრძოლებს. ოთხი ასოციაცია (ესპანეთი, პორტუგალია, ყაზახეთი და ხორვატია) ტურნირში ორი კლუბით გავა. ეს რვა გუნდი, თასის მფლობელი „ბარსას“ ჩათვლით ავტომატურად მოხვდა ძირითად რაუნდში, რომელიც 25-დან 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

წინასწარ ეტაპზე 32 გუნდი ითამაშებს, მატჩები კი 23-დან 28 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. მერე იქნება მთავარი და ელიტ-რაუნდები. ბოლოს ტიტულისთვის ოთხი ჯგუფის გამარჯვებულები გაზაფხულზე ფინალურ ტურნირზე ითამაშებენ.

შეგახსენებთ, რომ „თელასი“ საქართველოს ნაკრების საბაზო გუნდია. საჩემპიონო ფინალში ენერგეტიკოსებმა კავკასიის საერთაშორისო უნვერსიტეტის (კსუ) გუნდი 3:1 დაამარცხეს და ფუტსალის ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვეს.