ფუტსალის ჩემპიონთა ლიგა - საქართველოს ჩემპიონმა შვედები დაამარცხა
ფუტსალის ჩემპიონთა ლიგა - საქართველოს ჩემპიონმა შვედები დაამარცხა

ჯორჯიანსმა“ (იგივე „თელასი“) ფუტსალის ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო. საქართველოს ჩემპიონმა შვედეთში მიმდინარე მინი-ტურნირის პირველ ტურში მეინ რაუნდის მე-8 ჯგუფის პირველ შეხვედრაში, შვედეთში მიმდინარე მინი-ტურნირის პირველ ტურში მასპინძელი „უდევალა“ 4:2 დაამარცხა.

საფინალო სასტვენამდე 10 წუთით ადრე შვედები 2:1-ს იგებდნენ. მაგრამ „ჯორჯიანსმა“ ხასიათი გამოავლინა, მეტოქის კარი სამჯერ აიღო და 4:2 გაიმარჯვა. გოლები გაიტანეს შოთა თოფურიამ (2), ზურაბ ლუკავამ და ნიკა კურტანიძემ.

უდევალა“ – „ჯორჯიანსი“ 2:4

გოლები: 0:1 ლუკავა (60), 1:1 ალ-მუტი (15), 2:1 სედერკვისტი (30), 2:2 თოფურია (31), 2:3 კურტანიძე (33), 2:4 თოფურია (34);

საქართველო: ჯამბურია – თოფურია, თოდუა, კურტანიძე, ჯვარაშვილი – ბუკია (მეკარე), ასათიანი, ლუკავა, გიორგაია, სოზაშვილი, ჭუმბურიძე, ბოკერია, ცხომარია.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში იტალიურმა „პეზარომ“ გერმანული „ვეილიმდორფი“ 5:3 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონთან ერთად ჯგუფში გალიდერდა. ეს ორი გუნდი შეხვდება შემდეგ ტურში. შეხვედრა 10 ოქტომბერს საქართველოს დროით 19:00 საათზე დაიწყება.