ფუტსალის ჩემპიონთა ლიგა | საქართველოს ჩემპიონი სერბებთანაც დამარცხდა - კსუ-მ მეინ-რაუნდში გავსლის შანსი დაკარგა #1TVSPORT
ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში კსუ (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი) სერბეთის ჩემპიონ „ფონს“ დაუპირისპირდა და ამჯერადაც დამარცხდა – 0:3.
საქართველოს ჩემპიონმა ძლიერ მეტოქესთან ისევ კარგად დაიწყო თამაში, როგორც პირველ ტურში მასპინძელთან, მონტენეგროს „ტიტოგრადთან“ (0:2), მაგრამ სერბებმა მონტენეგროელების მსგავსად მეორე ტაიმში ზეწოლა გააძლიერეს და მიზანს მიაღწიეს.
„ფონმა“ კსუს-ს სამი უპასუხო გოლი გაუტანა. 22-ე წუთზე ანგარიში ანდრია სტანკოვიჩმა გახსნა, 35-ე წუთზე კსუ-ს კარი მეორედ სლობოდან რაიჩევიჩმა აიღო, ხოლო საბოლოო ანგარიში 38-ე წუთზე დანის რამიჩმა დააფიქსირა და „ფონმა“ 3:0 მოიგო.
ფონი – კსუ (3:0)
1:0 სტანკოვიჩი (22), 2:0 რაიჩევიჩი (35), 3:0 რამიჩი (37)
კსუ: ჯინჭარაძე, ჩიმაკაძე, ჭანუყვაძე, კაკაბაძე, სიგუნავა – ლობჯანიძე (მ), ბექაური, ოთინაშვილი, წერეთელი, ფარცვანია, მაისაია, ქეშელაშვილი, კობაიძე, კარატიშვილი
მთავარი მწვრთნელი: ლევან კობაიძე
„ე“ ჯგუფის მეორე შეხვედრაში „ტიტოგრადმა“ ირლანდიური „ბლუ მაჯიქ დუბლინი“ 3:0 დაამარცხა და სერბეთის ჩემპიონ „ფონთან“ ერთად ჯგუფს 6-6 ქულით ლიდერობს. კსუ ბოლო ტურის შეხვედრაში 24 აგვისტოს „ბლუ მაჯიქ დუბლინს“ დაუპირისპირდება, მაგრამ ჯგუფში მეორე ადგილის დაკავების და მეინ-რაუნდში გასლის შანსი დაკარგა.