ფუტსალის ჩემპიონთა ლიგა | ორი ტურის შემდეგ „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ ჯგუფში პირველ ადგილზეა #1TVSPORT
„ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა“ ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი მატჩი მოიგო და შემდეგ ეტაპზე გასვლის რეალური შანსი აქვს.
მოლდოვაში მიმდინარე ტურნირის პირველ შეხვედრაში საქართველოს ჩემპიონი მასპინძლებს, „კლიკ მედია კიშინეუს“ დაუპირისპირდა და დაძაბული შეხვედრა რონინიოსა და ვახტანგ კეკელიას გოლებით მოიგო.
მეორე ტურში ავთანდილ ასათიანის გუნდმა ბოსნიურ „შიროკი ბრიეგს“ 6:2 სძლია. რონინიომ და ვახტანგ ჯვარაშვილმა დუბლი შეასრულეს, თითო გოლი კი ვახტანგ კეკელიასა და ნიკა გაბრიჩიძის ანგარიშზეა.
ორი ტურის შემდეგ „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ ექვსი ქულით ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერია – საქართველოს ჩემპიონი მესამე მატჩს 24 აგვისტოს აუტსაიდერ ნეთანიის „მაკაბისთან“ გამართავს.
G ჯგუფი | სატურნირო მდგომარეობა:
„ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ – 6 ქულა
„შიროკი ბრიეგი“ – 3
„კლიკ მედია კიშინეუ“ – 3
„მაკაბი“ – 0