ფუტსალის ჩემპიონთა ლიგა | „ჯორჯიანსმა“ თურქებთან მოიგო და ჯგუფი მეორეზე დაასრულა #1TVSPORT
„ჯორჯიანსი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა“ ფუტსალის ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა დაასრულა, მაგრამ ავთანდილ ასათიანის გუნდმა ძირითადი ეტაპის ჯგუფის ბოლო ტურში მასპინძელ თურქულ „სტამბულის შიშლისთან“ 7:4 მოიგო და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.
ბოლო ტურის მატჩი „ჯორჯიანსი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა“ შესანიშნავად დაიწყო და უკვე მე-4 წუთისთვის 3:0-ს იგებდა, ტაიმი კი 5:1 მოიგო. ავთანდილ ასათიანის გუნდი უპირატესობას მეორე ტაიმშიც ფლობდა და 25-ე წუთისთვის უკვე 7:2 იგებდა.
ამის შემდეგ გუნდი მოდუნდა და ორი გოლი გაუშვა, მაგრამ საბოლოოდ, დამაჯერებლად გაიმარჯვა. მეორე შეხვედრაში კი შვედურმა „ორებრომ“ „შტუტგარტი“ 2:1 დაამარცხა და ელიტრაუნდის საგზურს დაეუფლა. „ჯორჯიანსი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა“ კი ზედიზედ ორი მოგებით ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.
სტამბულ შიშლი – ჯორჯიანსი 4:7
გოლები: 0:1 თოდუა (1), 0:2 ქურდაძე (2), 0:3 კეკელია (4), 1:3 ოზკული (9. პ), 1:4 ტერუნაშვილი (17), 1:5 ქურდაძე (19), 2:5 იგიტი (24), 2:6 მაისაია (24), 2:7 ხეჩიკაშვილი (25), 3:7 ოზკული (33), 4:7 აკაია (40).