„ჩვენ გვაქვს იმის ძალა, რომ ეს ეტაპი დავძლიოთ“ – ამბობს საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი, რომლის გუნდიც დღეს ახალ შესარჩევ ეტაპს იწყებს.
ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წინასწარი რაუნდის F ჯგუფის მატჩებს თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს – დასწრება თავისუფალია. საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები დღეს გერმანიას 19:00 საათზე შეხვდება.გერმანიის გარდა, ჩვენი მეტოქეები ავსტრიისა და კოსოვოს ნაკრებები არიან.
ასათიანმა კომენტარი შესარჩევ ჯგუფზეც გააკეთა. მისი თქმით, გუნდს სერიოზული მეტოქები ჰყავს.
„მეტოქეებს კარგად ვიცნობთ, განსაკუთღებით, გერმანიას, რომელსაც ბოლო 4 წელიწადში ხუთჯერ ვეთამაშეთ და ყველა მოვუგეთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მეექვსედაც ავტომატურად მოვუგებთ. ბიჭებთან ამის შესახებ სერიოზულად ვილაპარაკე. ყველა აღიარებს, ჩვენი, მე-9 შესარჩევი ჯგუფში ყველაზე რთული მეტოქეები შეიკრიბა. ამის მიუხედავად, მიზანი შემდეგ ეტაპზე გასვლაა.. ამიტომ პირველი შეხვედრა აუცილებლად მოსაგებია და მთელი ენერგია უნდა ჩავდოთ, 3 ქულით რომ მოვიპოვოთ. სხვა ორი მეტოქეც სერიოზულია და ამიტომ სერიოზულად ვემზადებით“ – აცხადებს ავთანდილ ასათიანი.
ევრო 2022-ის წინასწარი რაუნდის F ჯგუფის თამაშების განრიგი:
2020 წლის29 იანვარი
კოსოვო 16:00 ავსტრია
გერმანია 19:00 საქართველო
30 იანვარი
გერმანია 16:00 კოსოვო
საქართველო 19:00 ავსტრია
1 თებერვალი
ავსტრია – გერმანია. 19:00 საათზე
საქართველო – კოსოვო. 22:00 საათი 22:00
წინასწარ ეტაპზე საქართველსო ნაკრების სამივე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.