საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები, ამხანაგურ შეხვედრაში უნგრეთის ეროვნულ ნაკრებს შეხვდა და 3:2 დაამარცხა.
შეხვედრის დასაწყისში უნგრეთის ნაკრების მოთამაშემ, ტატაიმ გამოიჩინა თავი, რომელმაც ორი გოლი გაიტანა, მაგრამ ანგარიში 1:1 გახადა. საქმე ისაა, რომ სტუმართა მოთამაშემ ჯერ ავტოგოლით საქართველო დააწინაურა, შემდეგ კი მასპინძელთა კარი თავად აიღო. მალე უნგრელები დროტმა დააწინაურა, რასაც მასპინძლებმა თოდუას გოლით უპასუხეს. საქართველოს ნაკრებმა ამ დაძაბული შეხვედრის მოგება მაინც მოახერხა – გუნდს გამარჯვება ბრაზილიელმა თალესმა მოუტანა – 3:2.
ავთანდილ ასათიანის გუნდი ხვალ, 5 დეკემბერს უნგრეთს მეორედაც დაუპირისპირდება. მატჩი ახალ სპორტის სასახლეში 19:30 საათზე დაიწყება. ამ მატჩებით გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება.