ფუტსალი | საქართველოს ნაკრებმა მოლდოვა დაამარცხა #1TVSPORT
ფუტსალი | საქართველოს ნაკრებმა მოლდოვა დაამარცხა #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მოლდოვასთან ამხანაგური მატჩი გამართა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა ლეგიონერების გარეშე, საქართველოს ფუტსალის ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებით ჩაატარა. ამის მიუხედავად, ასათიანის გუნდმა გაიმარჯვა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მთავარი ამბები მეორე ნახევარში დატრიალდა. ჯანიკო გიორგაიამ (24-ე წუთზე) და გიორგი ქურდაძემ (31) საქართველოს ნაკრები ორბურთიანი უპირატესობით დააწინაურა – ორივემ გოლი ვახტანგ კეკელიას პასით გაიტანა.

ანდრიან ლაშკუმ ერთ წუთში სხვაობა შეამცირა, მაგრამ შოთა თოფურიამ (34) ორბურთიანი სხვაობა აღადგინა. ბოლო წუთზე კი საბოლოო ანგარიში მოლდოველებმა კრისტიან ობადეს გოლით დააფიქსირეს 3:2.


საქართველო – მოლდოვა 3:2


გოლები: 1:0 გიორგაია (24. კეკელიას პასით), 2:0 ქურდაძე (31. კეკელიას პასით), 2:1 ლაშკუ (32. ობადეს პასით), 3:1 თოფურია (34), 3:2 ობადე (40).

საქართველო: თორნიკე ბუკია – ჩიმაკაძე, თოფურია, გიორგაია, კეკელია

სათადარიგოები: ტყემალაძე, ტერუნაშვილი, ტყეშელაშვილი, ხარატიშვილი, ქურდაძე, გაბრიჩიძე, თოდუა, ჯვარაშვილი, ხეჩიკაშვილი, სვანიძე

მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი


საქართველოს ნაკრები მოლდოვის ნაკრებს 9 თებერვალსაც კვლავ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაუპირისპირდება. მატჩი 18:00-ზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟი შეგიძლიათ, იხილოთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის Youtube არხზე.