4-5 დეკემბერს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები წლის ბოლო ამხანაგურ მატჩებს გამართავს. სფფ-ს ცნობით, ახალ სპორტის სასახლეში ავთანდილ ასათიანის გუნდი უნგრეთის ნაკრებს ორჯერ შეხვდება – თამაშები 19:30 საათზე დაიწყება, დასწრება კი თავისუფალია.
ეს მატჩები საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრებისთვის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადების ეტაპია. დღეს კი ნაკრებმა ახალ სპორტის სასახლეში ღია ვარჯიში გამართა. შეკრებაზე მყოფი 16 მოთამაშე ჯანმრთელადაა და მომავალი მატჩებისთვის სრული დატვირთვით ემზადება.
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (ტატიშვილი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი)
მცველები: შოთა თოფურია ( თელასი), გიორგი ქურდაძე (ტატიშვილი), შოთა ჭანუყვაძე (თელასი), მურთაზ კაკაბაძე (ვალეტა, მალტა), თალესი (ეკონომაცი, სერბეთი)
თავდამსხმელები: ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ), სიმი საიოტი (კპრს, რუსეთი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ტატიშვილი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაში, ბელარუსი), ირაკლი თოდუა (ლიდსელმაში, ბელარუსი), რონინიო (პროდექსიმი, უკრაინა), ფუმასა (პროდექსიმი, უკრაინა), გია ნიყვაშვილი (ვალეტა, მალტა)