ფუტსალი | საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩებს გამართავს #1TVSPORT
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩებს გამართავს #1TVSPORT

6 და 7 თებერვალს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.

ავთანდილ ასათიანის გუნდი რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ ითმაშებს. შეხვედრები თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

საქართველოს ნაკრებმა მოახლოებული მატჩებისთვის მზადება 16 ფეხბურთელით დაიწყო. მათ შორის სამი დებიუტანტია – ოთარ ბერეჩიკიძე, ლუკა ფარცვანია და ჯანო კვარაცხელია.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ბექა ტყემალაძე (ნიუ ვიჟენი, თბილისი), ვახტანგ ტერუნაშვილი (არმია, თბილისი)

წინა ხაზი: შოთა თოფურია, ირაკლი თოდუა, ვახტანგ კეკელია, ვახტანგ ჯვარაშვილი, ნიკოლოზ გაბრიჩიძე, რონინიო (ყველა – ნიუ ვიჟენი, თბილისი), გიორგი ჩიმაკაძე, ჯანო გიორგაია (ორივე – თსუ), ბექა ბექაური, ლუკა ფარცვანია (ორივე – კსუ), ლევან სვანიძე (პსპ), ოთარ ბერეჩიკიძე (არმია, თბილისი), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), ჯანო კვარაცხელია (სიბირიაკი, ნოვოსიბირსკი, რუსეთი).

5 თებერვალს, სპორტკომპლექს „არენა 2“-ში საქართველოს ფუტსალის ნაკრების ვარჯიში გაიმართება. საწვრთნელი პროცესი 16:30 საათზე დაიწყება და მედიისთვის საწყისი 15 წუთი ღია იქნება.