ფუტსალი - საქართველოს ნაკრები ლიუტუვას შეხვდება
ფუტსალი - საქართველოს ნაკრები ლიუტუვას შეხვდება

16 და 17 აპრილს საქართველოს ფუტსალის ნაკრები ლიეტუვასთან თბილისში ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი ამ მატჩებით გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეინრაუნდისთვის ამზადებს.

მოახლოებული მატჩებისთვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 16 ფეხბურთელი გამოიძახა. ამ ეტაპზე შეკრებაზე მყოფი ყველა მოთამაშე ჯანმრთელადაა და სრული დატვირთვით ემზადება.

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (ტტგ-იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია, თორნიკე დვალიშვილი (ორივე – თელასი, თბილისი);

მცველები: შოთა თოფურია (თელასი, თბილისი), მალხაზ მურცხვალაძე (ტატიშვილი, თბილისი);

თავდამსხმელები: არჩილ სეფისკვერაძე, ნიკოლოზ ზედელაშვილი, ირაკლი თოდუა (სამივე – ლიდსელმაში, ბელარუსი), კახა მაისაია, ნუკრი ჭუმბურიძე, ჯანო გიორგაია (სამივე – თელასი, თბილისი), გიორგი სილაგავა ვახტანგ კეკელია (ორივე – ტატიშვილი, თბილისი), შალვა კაპანაძე (თსუ, თბილისი), ვახტანგ ჯვარაშვილი (პარიზი, საფრანგეთი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი).

მსოფლიო ჩემპიონატის მეინრაუნდის შეხვედრებს საქართველოს ფუტსალის ნაკრები 22-27 ოქტომბერს გამართავს. ჯგუფის შეხვედრებს პოლონეთი უმასპინძლებს, ჩვენი მეტოქეები კი მასპინძლების გარდა, ესპანეთისა და ფინეთის ნაკრებები იქნებიან. შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლებას ორი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს.

ლიეტუვის ნაკრებთან ორივე მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 18:00 საათზე გაიმართება და დასწრება უფასო იქნება.