ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლიეტუვას დაუზავდა - თამაში კონფლიქტის გამო ნაადრევად შეწყდა #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ლიეტუვასთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქეს დაუზავდა – 1:1.
ლიეტუვისა და საქართველოს ნაკრებების პირველი ამხანაგური მატჩი, რომელიც 17 სექტემბერს გაიმართა, ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 0:5 დასრულდა. ამჯერად, მასპინძლებმა ავთანდილ ასათიანის გუნდს დიდი წინააღმდეგიობა გაუწიეს.
კედაინიაიში ჩატარებულ შეხვედრაში მასპინძლები მე-16 წუთზე ალბერტ ვოსკუნოვიჩის გოლით დაწინაურდნენ. მეორე ნახევარი ჩვენი გუნდის უპირატესობით დაიწყო და 32-ე წუთზე ვახტანგ კეკელიამ ანგარიში გაათანაბრა.
ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, შეხვედრის დასრულებამდე 8 წუთი იყო დარჩენილი, როდესაც მოედანზე ვითარება დაიძაბა, ურთიერთშელაპარაკებაში გადაიზარდა და საბოლოოდ, მსაჯების გადაწყვეტილებით, შეხვედრა ნაადრევად დასრულდა.