ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლატვიასთან ამხანაგურ მატჩებს გამართავს #1TVSPORTფეხ
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლატვიასთან ამხანაგურ მატჩებს გამართავს #1TVSPORTფეხ

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ნოემბერში ორ ამხანაგურ შეხვედრას თბილისში გამართავს.

სფფ-ს ცნობით, 6 და 7 ნოემბერს ჩვენი გუნდი ლატვიას უმასპინძლებს. ორივე მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალია.

მოახლოებული შეხვედრებისთვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა 16 ფეხბურთელი გამოიძახა.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ბექა ტყემალაძე, თორნიკე ბუკია (ორივე – ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ლუკა ხარშილაძე (დინამო თბილისი)

წინა ხაზი: შოთა თოფურია, ვახტანგ კეკელია, ირაკლი თოდუა, ვახტანგ ჯვარაშვილი, ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ყველა – ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ბექა ბექაური, გიორგი ჩიმაკაძე, ნიკა ხარატიშვილი (სამივე – კსუ), შალვა ცირამუა, ოთარ ბერეჩიკიძე (ორივე – არმია), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი) არჩილ სებისკვერაძე (ბჩ გომელი, ბელარუსი).