4 და 5 აპრილს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები წლის პირველ ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს. ავთანდლ ასათიანის გაწვრთნილები ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
ბრიტანელებთან ამხანაგური შეხვედრები თბილისის ახალ ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება და ორივე 19:00 საათზე დაიწყება. მატჩებზე დასწრება უფასოა.
ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, დღეს, 3 აპრილს, ავთანდილ ასათიანის გუნდი ოლიმპიურ სასახლეში მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს 18:00 საათზე გამართავს.
პირველი არხის ინფორმაციით, ასათიანი მედიას საკადრო სიახლეებზეც ელაპარაკება, რადგან გუნდში რამდენიმე ტრავმირებულია, მათ შორის, ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი შოთა თოფურია.