ფუტსალი | საქართველოს ნაკრები გერმანიასთან ამხანაგურ მატჩებს გამართავს
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები გერმანიასთან ამხანაგურ მატჩებს გამართავს

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 23 სექტემბერს გერმანიაში გაემგზავრება. 24 და 25 სექტემბერს გუნდი ჰამბურგში გერმანიის ნაკრებთან ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.

გერმანიაში დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრები, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მოსამზადებელ ეტაპის ნაწილია. მანამდე ფუტსალის ნაკრებმა არასრული შემადგენლობით ახალ სპორტის სასახლეში ღია ვარჯიში გამართა.

საქართველოს ნაკრებში მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა შემდეგი ფეხბურთელები გამოძახა:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (ტტგ იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი), თორნიკე ბუკია (ვალეტა,მალტა)

წინა ხაზი: შოთა თოფურია (თელასი, თბილისი), გია ნიყვაშვილი (ვალეტა, მალტა), ნიკა კურტანიძე (პსპ, თბილისი), სიმი საიოტი (სიბირიაკი, რუსეთი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ტატიშვილი,თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაში,ბელარუსი), ირაკლი თოდუა (ლიდსელმაში,ბელარუსი), შოთა ჭანუყვაძე (თელასი, თბილისი) მურთაზ კაკაბაძე (ვალეტა,მალტა) რონინიო და სილვა (ხერსონი, უკრაინა), როდრიგო ანდრეი სილვა სანტოსი (ხერსონი, უკრაინა) , გიორგი ნიშნიანიძე (ტატიშვილი, თბილისი)