ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ფინეთთან მატჩებისთვის ემზადება - გუნდს ელისანდრო დაუბრუნდა #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტრაუნდის მესამე მატჩს 7 ოქტომბერს გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდი თბილისის სპორტის სასახლეში ფინეთს უმასპინძლებს.
მატჩამდე ერთი დღით ადრე გუნდებმა თამაშის მასპინძელ არენაზე ივარჯიშეს. საქართველოს ნაკრებს ბრაზილიური „მაგნუსის“ თავდამსხმელი ელისანდრო დაუბრუნდა, რომელიც გუნდისთვის დიდი ძალაა.
საქართველო-ფინეთის შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არხი შემოგთავაზებთ.
საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ზვიად კუპატაძე („იუგრა“, რუსეთი), თორნიკე ბუკია („აქტობე“, ყაზახეთი), ბექა ტყემალაძე („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“, საქართველო).
წინა ხაზი: შოთა თოფურია, ვახტანგ ჯვარაშვილი, ვახტანგ კეკელია, რონინიო (ყველა – „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“, საქართველო), შაგინია, ბრუნო გომესი (ორივე – „პალმა“, ესპანეთი), გიორგი ღავთაძე („ტიუმენი“, რუსეთი), გიორგი ჩიმაკაძე (თსუ, საქართველო), სიმი საიოტი („ელეკტრიკო“, პორტუგალია), ბინიო („ვინია ალბალი“, ესპანეთი), ჩიმბა („იუგრა“, რუსეთი), ელისანდრო („მაგნუსი“, ბრაზილია), ბრუნო პეტრი („კოზენცა“, იტალია).
მატჩების განრიგი
7 ოქტომბერი
19:00 | საქართველო-ფინეთი
11 ოქტომბერი
19:10 | ფინეთი-საქართველო