ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ევრო 2022-სთვის ნიდერლანდებში ემზადება #1TVSPORT
ფუტსალში ევრო 2022 დაიწყო, საქართველოს ფუტსალის ნაკრები კი ნიდერლანდებში ჩავიდა. ავთანდილ ასათიანის გუნდს ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრამდე 2 დღე აშორებს. ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, გუნდი ჩემპიონატისთვის დარჩენილ დღეებში გრონინგემში მოემზადება.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის 16 საუკეთესო გუნდში ადგილი და ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება გასული წლის აპრილში მოიპოვა. ავთანდილ ასათიანის გუნდი ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრას ქალაქ გრონინგენში გამართავს.
ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე D ჯგუფში იასპარეზებს. აღნიშნული ჯგუფიდან პლეი-ოფის ორი საგზურისთვის ესპანეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია-ჰერცეგოვინა და საქართველო იბრძოლებენ.
ავთანდილ ასათიანის გუნდი ნიდერლანდებში 17 ფეხბურთელის შემადგენლობით გაემგზავრა. სამატჩო განაცხადში 14 მოთამაშე იქნება.