ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან მატჩისთვის ემზადება #1TVSPORT
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან მატჩისთვის ემზადება #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუდის მესამე შეხვედრისთვის ემზადება. ავთანდილ ასათიანის გუნდი თბილისის სპორტის სასახლეში 9 ნოემბერს ავსტრიის წინააღმდეგ ითამაშებს.

ავსტრიასთან პირველი დაპირისპირება ვენაში ჩვენმა გუნდმა 6:2 მოიგო და ამ დროისთვის ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს. საქართველოს ნაკრები ამ მატჩისთვის მოსამზადებელ ეტაპს 5 ნოემბერს იწყებს, 8 ნოემბერს კი ღია ვარჯიში გაიმართება.

შეკრებაზე გამოძახებულია ნაკრების კაპიტანი ზვიად კუპატაძე, რომელმაც ბელგიასთან და ავსტრიასთან მატჩები სახის ტრავმის გამო გამოტოვა.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე („გაზპრომ-იუგრა“, რუსეთი), თორნიკე ბუკია (კსუ, თბილისი, საქართველო), ალექსანდრე ჯამბურია (“ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“, თბილისი, საქართველო)

წინა ხაზი: ირაკლი თოდუა, გიორგი ქურდაძე, ვახტანგ კეკელია, ნუკრი ჭუმბურიძე („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“, საქართველო), არჩილ სებისკვერაძე („გომელი“, ბელარუსი), ნიკა ხარატიშვილი (კსუ, საქართველო) გიორგი ღავთაძე („ტიუმენი“, რუსეთი), ბინიო („ოსასუნა“, ესპანეთი), რონინიო („ანდერლეხტი“, ბელგია), თალესი („ალ-იარმუკი“, ქუვეითი), ბრუნო პეტრი („რიბერა ნავარა“, ესპანეთი), ფერნანდო დრასლერი („ბეტისი“, ესპანეთი), შაგინია („პალმა“, ესპანეთი)

საქართველო – ავსტრიის მატჩი 9 ნოემბერს თბილისის სპორტის სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასწრება თავისუფალია.