ფუტსალი – საქართველოს ესპანეთმა მოგება ბოლოსკენ გამოგლიჯა

21:44, 25.10.2019

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეინ-რაუნდის მეორე შეხვედრა ესპანეთთან გამართა – ავთანდილ ასათიანის გუნდი თავისი არსებობის ისტორიაში ყველაზე ძლიერ მეტოქეს შეხვდა – ჯგუფის ფავორიტს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს.

საქართველოს ნაკრებმა ძლიერ მეტოქეს დიდი წიანააღმდეგობა გაუწია და დაძაბული ბრძოლა მხოლოდ ბოლო წუთებზე დათმო.

ანგარიში მე-13 წუთზე ფერნანმა გახსნა და ესპანელებმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგეს. 25-ე წუთზე რაულ კამპოსმა მეტოქის უპირატესობა გაზარდა. 31-ე წუთზე არჩილ სეფისკვერაძემ ესპანელთა კარი აიღო და სხვაობა მინიმალურამდე შეამცირა. 32-ე წუთზე კი ირაკლი თოდუამ წონასწორობა აღადგინა – 2:2.

ამის შემდეგ, მეტოქის კარის აღების შანსი ჰქონდათ ისევ თოდუას და რონინიოს, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს. 37-ე წუთზე კი ტოლრამ გაიტანა, ესპანეთი დააწინაურა და, როგორც შემდგე გაირკვა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:3 ესპანეთის სასარგებლოდ.

პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა მინი-ტურნირის ფინალის ტოლფას შეხვედრაში უშუალო კონკურენტი, მასპინძელი პოლონეთი 3:2 დაამარცხა და ელიტ რაუნდში გასასვლელად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ბოლო ტურში ფინეთის ნაკრები უნდა დაამარცხოს. მატჩი ზელენა-გურას მუნიციპალ ჰოლში 27 ოქტომბერს გაიმართება.

მსგავსი