საქართველოს 19-წლამდე ფუტსალის ნაკრებმა არსებობის ისტორიაში პირველი საერთაშორისო შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართა და დამარცხდა.
ავთანდილ ასათიანის გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში აზერბაიჯანს დაუპირისპირდა. ანგარიში აზერბაიჯანელებმა გაიხსნეს და 27-ე წუთზე ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს.
ნიკა ხარატიშვილმა ზუსტი შორეული დარტყმით სხვაობა შეამცირა და საქართველოს 19-წლამდე ნაკრების არსებობის ისტორიაში პირველი გოლის ავტორი გახდა. მატჩის დასრულებამდე კიდევ ორი გოლი გავიდა, აზერბაიჯანელთა კაპიტანმა იღბალ ფანაჰოვმა ანგარიში 3:1 გახადა, 39-ეზე კი, საბოლოო გიორგი ჩადუნელმა დააფიქსირა და სტუმრებმა 3:2 გაიმარჯვეს.
საქართველო 2:3 აზერბაიჯანი
გოლები: 0:1 ასადლი (10), 0:2 ნურიევი (27), 1:2 ხარატიშვილი (31), 1:3 ფანაჰოვი (33), 2:3 გ. ჩადუნელი (39)
საქართველო: დვალიშვილი, მოგელაძე, კოშაძე, ზუნტუროვი, ნადარეიშვილი
სათადარიგოები: ცქიტიშვილი, ყენია, ბექაური, ეგრისაშვილი, ღავთაძე, გ. ჩადუნელი, დ. ჩადუნელი, კუხიანიძე, გაბისკირია, სვანიძე, ხარატიშვილი
მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი
საქართველოსა და აზერბაიჯანის 19-წლამდელთა ნაკრებების მეორე ამხანაგური შეხვედრა 11 ნოემბერს 13:00 საათზე, კვლავ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.