ფუტსალი | საქართველოს 19-წლამდე ნაკრები რუმინეთში გაემგზავრა #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრები რუმინეთში გაემგზავრა, სადაც 16 და 17 მარტს ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდის მატჩებს გამართავს.
გუნდი, რომლის მთავარი მწვრთნელიც შოთა ჭანუყვაძეა, მეხუთე ჯგუფში მოხვდა, სადაც სლოვაკეთის და რუმინეთის 19-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების მესამე მეტოქე რუსეთის 19-წლამდე ნაკრები იყო, თუმცა ფიფა-ს და უეფა-ს მიერ რუსეთის საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთის შემდეგ, ჯგუფში გუნდების რაოდენობა შემცირდა. მეხუთე ჯგუფის მატჩებს რუმინეთი უმასპინძლებს.
ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს, რომელიც ესპანეთში 4-10 სექტემბერს დაიგეგმა, მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს. საქართველოს ფუტსალის 19 წლამდე ნაკრები რუმინეთში 12 ფეხბურთელით გაემგზავრა.
საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: ბექა გოგსაძე („ილიაუნი“), ზაურ კოტრიკაძე („კროკობეთი“)
წინა ხაზი: დავით დვალი, ნოდარ ქურცაძე, საბა ტყეშელაშვილი, ალექსანდრე ორაგველიძე (ყველა – კსუ), ბექა ქურდაშვილი, გიორგი გიორგაძე, საბა ეგრისელაშვილი (სამივე – თსუ 2), გაიოზ ლაგაზაშვილი, ნიკოლოზ ბოლქვაძე (ორივე – „ილიაუნი 2“), ლაშა კურტანიძე („ილიაუნი“)
მთავარი მწვრთნელი: შოთა ჭანუყვაძე
საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრების განრიგი
16 მარტი
ტირგუ-მურეში. 20:30
საქართველო – რუმინეთი
17 მარტი
ტირგუ-მურეში, 20:30
სლოვაკეთი – საქართველო