ფუტსალი. საქართველო პოლონეთთან დამარცხდა
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები პევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მონაწილე პოლონეთს ქალაქ ბელხატოვში ესტუმრა და პირველი ამხანაგური მატჩი გამართა.
ანგარიში მე-8 წუთზე კურტანიძემ გახსნა. ზუსტად ოთხ წუთში, ზასტავნიკმა ორი გოლი გაიტანა. მეცამეტე წუთზე კაკაბაძემ საჯარიმო დარტყმით წონასწორობა აღადგინა და ტაიმი ფრედ დასრულდა 2:2.
მეორე ნახევარი მასპინძლებმა უკეთ ჩაატარეს და ვოიციეჩოვსკის მიერ 34-ე და 38-ე წუთებზე შესრულებული დუბლის წყალობით 4:2 მოიგეს.
საქართველო: ბუკია, კაკაბაძე (კ), თოფურია, თოდუა, კურტანიძე
სათადარიგო: კუპატაძე, ჭანუყვაძე, ლუკავა, ზედელაშვილი, კობაიძე, რონინიო, ჭუმბურიძე, სებისკვერაძე, ნიყვაშვილი.
ავთანდილ ასათიანის გუნდი პოლონეთს დღეს, 5 დეკემბერს, მეორედ შეხვდება. მატჩი ამჯერად ქალაქ ჩესტოხოვაში გაიმართება და თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.