ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ინგლისს ორჯერ დაუპირისპირდება. წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრებს ავთანდილ ასათიანის გუნდი 4-5 აპრილს თბილისში გამართავს.
ინგლისის ეროვნულ ნაკრებთან ორივე შეხვედრა ახალ ოლიმპიურ სასახლეში (უნივერსისტეტის ქუჩა, მაღლივ კორპუსთან) ჩატარდება და მათზე დასწრება თავისუფალი იქნება.
ინგლისის ეროვნული გუნდი ევრო 2018-ის შესარჩევ ტურნირში წინა საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო და „დ“ ჯგუფში ალბანეთის, ბულგარეთისა და მალტის ნაკრებებს დაუპირისპირდა. გამართული სამი შეხვედრიდან ინგლისელებმა ორი მოიგეს, თუმცა ლიდერ ალბანეთს სამი ქულით ჩამორჩნენ და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება ვერ მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრები კი ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში მოხვდა და რუმინეთთან დამარცხდა. ინგლისთან სპარინგებით ავთანდილ ასათიანსი გუნდი ახალი შესარჩევი ციკლისთვის მზადებას იწყებს.