ფუტსალი | პირველ მატჩს სომხეთთან ვითამაშებთ - საქართველოს ნაკრებს ელიტ რაუნდამდე ბრაზილიელი ჩიმბა შეუერთდა #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ რაუნდზე გამოსვლას იწყებს – ავთანდილ ასათიანის გუნდი პირველ მატჩს 15 სექტემბერს გამართავს და თბილისის სპორტის სასახლეში სომხეთის ნაკრებს უმასპინძლებს.
მატჩამდე ერთი დღით ადრე, გუნდებმა მატჩის მასპინძელ არენაზე ივარჯიშეს. საქართველოს ნაკრების საწვრთნელ პროცესში 15 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ჩვენ გუნდს დებიუტანტი, ვალერიო ბარბოსა დე ლიმა, იგივე ჩიმბა შეუერთდა.
საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ზვიად კუპატაძე (იუგრა, რუსეთი) თორნიკე ბუკია (აქტობე, ყაზახეთი)
წინა ხაზი: შოთა თოფურია, ირაკლი თოდუა, ვახტანგ ჯვარაშვილი, ვახტანგ კეკელია, რონინიო (ყველა – ნიუვ ვიჟენ ჯორჯიანსი, საქართველო), სიმი საიოტი (ელეკტრიკო, პორტუგალია), ბინიო (ვინია ალბალი, ესპანეთი), ჩიმბა (იუგრა, რუსეთი) თალესი (კასკაველი, ბრაზილია), ფერნანდო (ჯოინვილი, ბრაზილია) შაგინია (პალმა, ესპანეთი), ბრუნო გომესი (პალმა, ესპანეთი), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი),
მატჩების განრიგი
15 სექტემბერი,| 20:00
საქართველო – სომხეთი
21 სექტემბერი, 00:30
პორტუგალია – საქართველო
საქართველო – სომხეთის შეხვედრა თბილისის სპორტის სასახლეში 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს Livestream.com საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არხზე შემოგთავაზებთ. თამაშზე დასასწრები ბილეთების შეძენა tkt.ge-ზეა შესაძლებელი.