ფუტსალი | „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ საქართველოს თასის მფლობელია #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის თასის მფლობელი „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსია“. ავთანდილ ასათიანის გუნდმა გადამწყვეტ შეხვედრაში „არმია“ 3:2 დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა.
ლადო ბურდულის გაწვრთნილმა „არმიამ“ თამაში ძალიან კარგად დაიწყო და ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. ანგარიში მე-3 წუთზე პენალტით ოთარ ბერეჩეკიძემ გახსნა, ხოლო ერთ წუთში გუნდის უპირატესობა ორამდე ლაშა ფოფხაძემ ეფექტური დარტყმით გაზარდა.
რთულ ვითარებაში მყოფმა „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა“ თამაშის შემოტრიალება მოახერხა. მე-8 წუთზე „არმიას“ ნიკოლოზ გაბრიჩიძემ გაუტანა, შევენებამდე სამი წამით ადრე კი თავი რონინიომ გამოიჩინა. მან შემდეგ კიდევ ერთი გოლი გაიტანა, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა.
„ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსს“ აქვს შანსი, სეზონი დუბლით დაასრულოს. ავთანდილ ასათიანის გუნდი ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა და, გასული წლის მსგასვად, წელსაც პსპ-ს დაუპირისპირდება.