ფუტსალი | მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპი - საქართველომ ავსტრიაც დაამარცხა და ჯგუფის ლიდერია #1TVSPORT
ფუტსალი | მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპი - საქართველომ ავსტრიაც დაამარცხა და ჯგუფის ლიდერია #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის მეორე შეხვედრა გამართა ავსტრიასთან და 6:2 მოიგო.

ჩვენი ნაკრების უპირატესობა პირველივე ტაიმში გამოიკვეთა და საწყის ნახევარში 3:1 მოიგეს: ანგარიში მე-9 წუთზე ირაკლი თოდუამ გახსნა, მერე კი ავსტრიელების კარი ფერნანდო დრასლერმა (12) და ვილიან ლოურენსუმ (13) აიღეს, რასაც მასპინძლებმა მხოლოდ ბორის ვუკოვიჩის (17) გოლით უპასუხეს.

მეორე ნახევარშიც საქართველოს ნაკრებმა 3 გაიტანა და 1 გაუშვა. ფერნანდო დრასლერმა ჰეთ-თრიქი შეასრულა (27, 34), ერთიც არჩილ სებისკვერაძის (40) ანგარიშზეა, ხოლო ავსტრიელებიდან გოლის ავტორი სინან ბიჩერი (28) იყო.

ავთანდილ ასათიანის გუნდმა პირველ შეხვედრაში ბელგიას თბილისში 4:2 მოუგო. ავსტრიის ნაკრებმა კი მეინ რაუნდის სადებიუტო მატჩში ბელგიასთან 0:11 წააგო და ორი ტურის შემდეგ ჩვენი გუნდი გათამაშების ლიდერია.