ფუტსალი | მსოფლიო ჩემპიონატის ელიტრაუნდში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT
ფუტსალი | მსოფლიო ჩემპიონატის ელიტრაუნდში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT

2024 წლის ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატის ელიტრაუნდში საქართველოს ნაკრები E ჯგუფში იასპარეზებს – წილისყრა დღეს გაიმართა.

გუნდები ხუთ ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, პორტუგალიას, სომხეთსა და ფინეთს დაუპირისპირდება.

მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მიიღებენ. ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი კი მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად პლეი ოფში ითამაშებს.

ელიტრაუნდის მატჩები ორ წრედ, მიმდინარე წლის სექტემბერში, ოქტომბერსა და დეკემბერში გაიმართება. საქართველოს ფუტსალის ნაკრების მატჩების კალენდარი მოგვიანებით გახდება ცნობილი.