საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრებმა, ლატვიის თანატოლთა ნაკრებთან ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა.
ორივე მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა. პირველი ორმხრივი შეტევებით წარიმართა და სტუმართა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. გამარჯვების გოლი მე-15 წუთზე ედგარს ტარაკანოვსმა გაიტანა.
საქართველო 0:1 ლატვია
მეორე შეხვედრა ავთანდილ ასათიანის გუნდის უპირატესობით წარიმართა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს. ლევან სვანიძის, ლუკა ბერიაშვილისა და ბექა ბექაურის გოლებით, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა 3:0 მოიგო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრები უეფას 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის მეინ-რაუნდისთვის ემზადება.