ფუტსალი | მარცხი ნახევარფინალში - ქართველები ევროუნივერსიადის ბრინჯაოს მფლობელები გახდნენ #1TVSPORT
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (კსუ) ფუტსალის გუნდი პოლონეთის ქალაქ ლოძში მიმდინარე 2022 წლის ევროპულ საუნივერსიტეტო თამაშების ნახევარფინალში ზაგრების უნივერსიტეტს დაუპირისპირდა და დამარცხდა.
ნახევარფინალური მატჩი დაძაბული გამოდგა. პირველი ნახევარი ფრედ, 1:1 დასრულდა. ხორვატებმა გადამწყვეტი ბურთი მეორე ნახევარში გაიტანეს. ქართველი სტუდენტების დიდი მონდომების და მცდელობის მიუხედავად, ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხეს და ფინალში ზაგრებელები გავიდნენ.
კსუ უნივერსიადაზე წარმატებით გამოდიოდა და მეოთხედფინალამდე ყველა შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო, ნორვეგიელებთან (12:0), ფინელებთან (8:0), სლოვენიელებთან (4:0), შვეიცარიელებთან (5:4) და უნგრელებთან (7:2).
ხორვატებთან წაგების მიუხედავად, ისტორიაში პირველად, ფუტსალში საქართველოს წარმომადგენელი ევროპულ საუნივერსიტეტო თამაშებზე სამეულში მოხვდა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.