ფუტსალის ლიგის თასის ფინალში „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს“ „თელასი“ დაუპირისპირდება. ეს მეორე ნახევარფინალური შეხვედრების შემდეგ გაირკვა. პირველი ფინალისტი „თსუ“ გახდა, რომელიც თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ საუნივერსიტეტო დერბიში „ილიაუნის“ შეხვდა და 4:0 მოიგო.
მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში მეორე ლიგის „პსპ“ ჩემპიონატის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდს, „თელასს“ დაუპირისპირდა – მატჩი დაძაბულად დაიწყო და „ფარმაცევტები“ მესამე წუთზე დაწინაურდნენ. თელასმა ორი ბურთით უპასუხა. ტაიმის დასრულებამდე კი „პსპ“-მ წონასწორობის აღდგენა მოახერხა. 39-ე წუთზე ანგარიში 3:3 იყო, როცა ამირან ცხომარიამ ჰეთ-თრიკი გაიფორმა, „თელასმა“ 4:3 მოიგო და და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
შაკო კაპანაძე, „თსუ“: „სანახაობრივი შეხვედრა იყო. მოწინააღმდეგეს გამოცდილებით ვაჯობეთ, რადგან მონდომება მათაც არ აკლდათ. ფინალში კი დაძაბული დაპირისპირება გველის“.
ამირან ცხომარია, „თელასი“: „ისეთივე დაძაბული შეხვედრა გამოვიდა, როგორსაც ველოდით. პსპ ძალიან კარგი გუნდია და ეს დღესაც დაამტკიცა. მინდა მათ ასეთი კარგი დაპირისპირებისთვის მადლობა გადავუხადო. მატჩის მიმდინარეობა ანგარიშზეც შესაბამისად აისახა. ბოლო წუთებემადე ფინალისტის ვინაობა უცნობი იყო. ფინალში თსუ-სთან ძალიან დაძაბულ და რთულ შეხვედრას ველით“.
ფუტსალის ლიგის თასის ფინალში „თელასსა“ და „თსუ“-ს შორის თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 31 მაისს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ წელს პრიზი პირველად გათამაშდება.