ფუტსალი. ისევ ლატვია და ისევ გამარჯვება - საქართველოს ნაკრები საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ლატვია 5:2 დაამარცხა და ქალაქ იელგავაში, ანატოლი პონომარიოვის სახელობის ტურნირის მთავარი პრიზის გამარჯვებული გახდა.
პირველ შეხვედრაში მასპინძელი ლატვია მოლდოვასთან 0:1 დამარცხდა, ჩვენმა ნაკრებმა კი მოლდოველებს 6:2 სძლია და ტურნირის მოგებისთვის მასპინძლებთან ავთანდილ ასათიანის გუნდს ფრეც ჰყოფნიდა.
საქარველოს ნაკრებმა ეს შეხვედრაც დამაჯერებლად ჩაატარა და 5:2 მოიგო. რონინიომ ჰეთ-თრიქი შეასრულა, თითო გოლი კი ირაკლი თოდუამ და ფუმასამ (როდრიგო სანტოსმა) გაიტანეს.