ფუტსალი | ირაკლი თოდუა - საქართველოს ნაკრების კაპიტნის რანგში მაქსიმუმს გავაკეთებ #1TVSPORT
ფუტსალი | ირაკლი თოდუა - საქართველოს ნაკრების კაპიტნის რანგში მაქსიმუმს გავაკეთებ #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ლატვიასთან ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. ავთანდილ ასათიანის გუნდი ევრო 2026-ის თანამასპინძელთან ამხანაგურ შეხვედრებს 6 და 7 ნოემბერს თბილისში გამართავს. საქართველოს ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩაატარა.

მოახლოებული მატჩების შესახებ ფუტსალის ნაკრების კაპიტანმა, ირაკლი თოდუამ ისაუბრა, რომლის თქმითაც, ეს თამაშები მოახლოებული ოფიციალური შეხვედრების წინ უმნიშვნელოვანესია.

„ლატვიასთან თამაშებისთვის მზად ვართ. ვეცდებით, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს მატჩები კოსოვოსა და საფრანგეთთან დაპირისპირებებისთვის მოსამზადებლად. ნაკრების ფორმით გამოსვლა უდიდესი პატივია. ნაკრების კაპიტნის რანგშიც, როგორც ყოველთვის, მაქსიმუმს გავაკეთებ მეც და გუნდის თითოეული წევრი“, – ამბობს ირაკლი თოდუა.

საქართველო-ლატვიის ორივე მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება. შეხვედრების პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ. მატჩებზე დასწრება თავისუფალია.