ფუტსალი | ევრო 2022-ზე საქართველოს ნაკრების განაცხადი ცნობილია - ასათიანმა აზერბაიჯანთან მატჩამდე 14 მოთამაშე დაასახელა #1TVSPORT
ფუტსალში ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანაში საქართველოს ნაკრები 17 ფეხბურთელის შემადგენლობით ჩავიდა. უკვე ცნობილია იმ 14 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც აზერბაიჯანის წინააღმდეგ სამატჩო განაცხადში იქნებიან.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა აზერბაიჯანის წინააღმდეგ:
მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (კემი, ფინეთი)
წინა ხაზი: ირაკლი თოდუა, შოთა თოფურია (ორივე – თელასი, თბილისი, საქართველო), შაგინია (პალმა, მალიორკა, ესპანეთი), ელისანდრო (ბრაგა, პორტუგალია), ბრუნო პეტრი ბრანკო (ხაენი, ესპანეთი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), რონინიო (ჰალე-გოოიკი, ბელგია), ვილიანი (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი, საქართველო), გიორგი ღავთაძე (სიბირიაკი, რუსეთი), ვახტანგ კეკელია (სიპარი, ტაჯიკეთი).
სამი ფეხბურთელი, ალექსანდრე ჯამბურია, ვახტანგ ჯვარაშვილი და ნუკრი ჭუმბურიძე (სამივე – თელასი, საქართველო) აზერბაიჯანთან შეხვედრაში განაცხადში არ იქნებიან და გუნდთან ერთად მომდევნო მატჩებისთვის მოემზადებიან.
საქართველოსა და აზერბაიჯანის ფუტსალის ნაკრებთა D ჯგუფის პირველი თამაში, 22 იანვარს, 17:30 საათზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. ჯგუფის მეორე შეხვედრა ესპანეთსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას შორის 26 იანვარს, 20:30 საათზე დაიწყება.