ფუტსალი | აზერბაიჯანის ნაკრების ყოფილი ფორვარდი - საქართველოს ნაკრებმა დაგვსაჯა #1TVSPORT
აზერბაიჯანის ფუტსალის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ვიტალი ბორისოვმა „აზერისპორტთან“ ევრო 2022-ზე გუნდის გამოსვლაზე კომენტარი გააკეთა.
საქართველოს ნაკრები ევრო 2022-ის ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა, ხოსე ალესიოს გუნდმა კი ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში ესპანეთი და საქართველო გაუშვა.
„საქართველოსთან გახსნითი მატჩი (2:3) ჩვენთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. აშკარად სუსტად ვითამაშეთ. პირველ ტაიმში ორი გოლის გატანის შემდეგ გუნდი თითქოს დამშვიდდა. ამის გამო საქართველომ დაგვასაჯა“, – განაცხადა ბორისოვმა.
ახლა აზერბაიჯანში მთავარი მწვრთნელის გაშვებას განიხილავენ, რისი მიზეზიც საქართველოსთან მტკივნეული მარცხი გამოდგა. ბორისოვმა ამაზეც ილაპარაკა:
„არის თუ არა წაგება ალესიოს ბრალი? მთელი გუნდი აგებს და იგებს. მომხრე არ ვარ, ყველაფერი მხოლოდ მთავარ მწვრთნელს დავაბრალო. რა უნდა გაკეთდეს მომავალში? ეს კითხვა უკვე მე არ მეხება. ეს უფრო კარგად ხელმძღვანელობამ და სამწვრთნელო შტაბმა იცის“.