ფუტსალი | ავთანდილ ასათიანი - მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაზე საუბარი ჯერ ნაადრევია #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალი ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა სომხეთის წინააღმდეგ მოგებული (2:1) შეხვედრა შეაფასა და შესარჩევი ელიტრაუნდიდან მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსები შეაფასა.
„სომხეთი ძალიან რთული და ძლიერი მეტოქე იყო, ამაზე თამაშამდეც ვისაუბრეთ და ეს შეხვედრამაც დაადასტურა. მოდით, რეალისტები ვიყოთ, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
დღეს შესარჩევი ტურნირის ერთ-ერთი თამაში მოვიგეთ, წინ კი რამდენიმე მატჩია. მთავარია, ეს სულისკვეთება შევინარჩუნოთ. კარგად იცით, რომ ხუთ დღეში პორტუგალიასთან ურთულესი შეხვედრა გველის. ასე რომ, ბევრი სამუშაო გვექნება.
თუ საქართველოს ნაკრების შეხვედრებს იმდენი გულშემატკივარი დაესწრება, რამდენიც დღვანდელ თამასზე იყო, დარწმუნებული ვარ, ბევრ მეტოქეს დავამარცხებთ“, – ამბობს ასათიანი.
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ელიტრაუნდის მომდევნო მატჩს 20 სექტემბერს, პორტუგალიასთან სტუმრად გამართავს.