ფუტსალი | ავთანდილ ასათიანი - ლატვიასთან მატჩები შეთამაშებაში ძალიან დაგვეხმარება #1TVSPORT
ლატვიის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩების შესახებ საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა გააკეთა კომენტარი და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე დასკვნითი ამხანაგური შეხვედრების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.
„ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე ბოლო საკონტროლო მატჩებს ვატარებთ. ვფიქრობ, ეს ორი თამაში დაგვეხმარება, დავინახოთ ჩვენი პლუსები და მინუსები. ამ მომენტისთვის ნაკრებმა ექვსი ამხანაგური ჩაატარა, რასაც ლატვიასთან ორი თამაში დაემატება. ეს ძალიან გვეხმარება შეთამაშებაში. ბიჭები მოტივირებულები არიან. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ და დეკემბრის მატჩებს საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ“, – განაცხადა საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.
საქართველო-ლატვიის ორივე მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება. შეხვედრების პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ. მატჩებზე დასწრება თავისუფალია.
საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ბექა ტყემალაძე, თორნიკე ბუკია (ორივე – ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ლუკა ხარშილაძე (დინამო თბილისი)
წინა ხაზი: შოთა თოფურია, ვახტანგ კეკელია, ირაკლი თოდუა, ვახტანგ ჯვარაშვილი, ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ყველა – ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ბექა ბექაური, გიორგი ჩიმაკაძე, ნიკა ხარატიშვილი (სამივე – კსუ), შალვა ცირამუა, ოთარ ბერეჩიკიძე (ორივე – არმია), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), არჩილ სებისკვერაძე (ბჩ გომელი, ბელარუსი)