ფუტსალი | ამხანაგური შეხვედრა - საქართველომ რუმინეთთან ფრე ითამაშა #1TVSPORT
ახალი სპორტის სასახლეში საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთის ნაკრებთან მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა და ფრედ დაასრულა.
ავთანდილ ასათიანის გუნდმა პირველი შეხვედრა 4:1 მოიგო. ამის ფონზე დღევანდელი მატჩი რუმინეთის ნაკრებმა ბევრად უკეთესად დაიწყო და პირველი ტაიმში 3:0 დაწინაურდა.
საქართველოს ნაკრებმა შესვენების შემდეგ მოახერხა თამაშის შემოტრიალება – პირველად რუმინელთა კარი 22-ე წუთზე ბრუნო პეტრიმ აიღო, 26-ე წუთზე ირაკლი თოდუამ სხვაობა შეამცირა, ხოლო 34-ე წუთზე თალესმა წონასწორობა აღადგინა. ჩვენი ნაკრების უპირატესობა გამოიკვეთა და 36-ე წუთზე ბრუნო პეტრიმ დუბლით საქართველოს ნაკრები დააწინაურა.
სამწუხაროდ, შეხვედრის დასრულებამდე 22 წამით ადრე რუმინელებმა 6-მეტრიანი საჯარიმოს (პენალტი) დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც ზუსტად შეასრულეს და საბოლოოდ, მატჩი 4:4 დასრულდა.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში ამხანაგურ 4 შეხვედრას კიდევ გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდი იანვარში ნიდერლანდებში გაემგზავრება და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.