ფუტსალი | 19-წლამდელთა ნაკრებმა ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდში საქართველოს ფუტსალის 19-წლამდელთა ნაკრები ბელგიასთან (2:4) და ლატვიასთან (0:4) დამარცხდა და ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა.
ბელგიელები მე-8 წუთისთვის 2:0-ით დაწინაურდნენ, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა ზაზა იაშვილისა და იენს პირსმანის ავტოგოლით ანგარიში გაათანაბრა. პირველი ტაიმი ფრედ 2:2 დასრულდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრების ძირითადმა მეკარემ გიგი ლომაიამ წითელი ბარათი მიიღო. გადამწყვეტი უპირატესობა მეტოქემ მატჩის დასკვნით 5 წუთში მოიპოვა – ზენო ვან კოტერისა და ვალიდ ააბდის გოლებით გაიმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ 38-ე წუთზე ვალიდ ააბდიმ პენალტი ვერ გამოიყენა.
მეინ რაუნდის მომდევნო მატჩი საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ტურნირის მასპინძელ ლატვიასთან გამართა და 0:4 დამარცხდა. ბალტიელებმა უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს და თამაში გამარჯვებამდე მიიყვანეს. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა. ტურნირის დასკვნით შეხვედრას გუნდი 25 მარტს ფინეთთან გამართავს.
ფუტსალის 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მეინ რაუნდის შვიდ საუკეთესო ნაკრებს ტურნირის მასპინძელი ხორვატია შეუერთდება. ჩემპიონობისთვის რვა გუნდი იბრძოლებს.
ხორვატიაში მატჩები 2023 წლის 3-10 სექტემბერს გაიმართება.