24 მარტიდან თბილისის ოლიმპიური სასახლე ფუტსალში ევრო 2019-ის მეინ რაუნდის მეხუთე ჯგუფის თამაშებს უმასპინძლებს. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ესპანეთის, თურქეთისა და უნგრეთის ნაკრებებთან ერთად იბრძოლებს.
19-წლამდელთა ნაკრებმა მეინ რაუნდის მზადება დაიწყო. თბილისის ფრენბურთის არენაზე ავთანდილ ასათიანის გუნდმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა. ამ ეტაპზე, ნაკრებში 14 ფეხბურთელია გამოძახებული. შეკრებაზე მყოფი ყველა მოთამაშე ჯანმრთელადაა და მინიტურნირისთვის სრული დატვირთვით ემზადება.
საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: თორნიკე დვალიშვილი (თელასი), ვასილ ცქიტიშვილი (თსუ)
წინა ხაზი: დავით მოგელაძე, გეგა კოშაძე, გიორგი ზუნტუროვი, ნიკოლოზ ნადარეიშვილი (ყველა – თელასი) გიორგი ღავთაძე, დაჩი ჩადუნელი, ბექა ბექაური, ნიკოლოზ ხარატიშვილი, რომა კუხიანიძე (ყველა – თსუ) გიორგი ჩადუნელი (თბილისი) გიორგი კურტანიძე (ილიას უნივერსიტეტი) ირაკლი გაბისკირია (ქუჯი)
შეხვედრები 24, 25 და 27 მარტს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. ჩვენი გუნდის მონაწილეობით სამივე მატჩი 17:00 საათზე დაიწყება. სხვა შეხვედრები 14:00 საათზე შედგება. მატჩებზე დასწრება თავისუფალია.