„ფულემის“ თავდამსხმელი პრემიერლიგაში მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა #1TVSPORT
„ფულემის“ ფორვარდი როდრიგო მუნისი ინგლისის ჩემპიონატში მარტის თვის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. 22 წლის ბრაზილიელმა გასულ თვეში ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა ოთხი გოლი და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში კი მუნისმა ყველა ტურნირზე სულ 27 მატჩი გამართა, გაიტანა ცხრა გოლი და ერთი ასისტი შეასრულა.
ბრაზილიელს „ფულემთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშიირებს. Transfermarkt-ი როდრიგო მუნისის სატრანსფერო ფასად 10 მილიონ ევროს ასახელებს.