„ფროზინონემ“ „სასუოლო“ დაამარცხა - გიორგი კვერნაძეს არ უთამაშია #1TVSPORT
გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ იტალიის სერია A -ს მეოთხე ტურში „სასუოლოს“ უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში სამი ქულა მოიპოვა – 4:2.
ქართველი თავდამსხმელი „ფროზინონეს“ განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია – ასე უკვე ზედიზედ მეორე მატჩში მოხდა. „სასუოლომ“ თამაში შესანიშნავად დაიწყო და პინამონტის დუბლით (7, 24) პირველივე ტაიმში კომფორტული ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა, მაგრამ ჩედირამ ტაიმის ბოლო წამებზე (45+4) პენალტით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა და I ტაიმი სტუმრებმა 1:2 მოიგეს.
„ფროზინონემ“ მეორე ტაიმი შესანიშნავად ჩაატარა – გადამწყვეტი როლი მაციტელიმ შეასრულა, რომელმაც 70-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ექვს წუთში გუნდი დააწინაურა, საბოლოო ანგარიში კი 90+6-ე წუთზე ლიროლამ დააფიქსირა – 4:2.
ოთხი ტურის შემდეგ, „ფროზინონემ“ 7 ქულა დააგროვა და იტალიის სერია A -ში წელს დაწინაურებული გუნდი მეექვსე პოზიციას იკავებს.